Tuesday, September 2, 2014

       1:1 ელექტრონული სწავლება ისეთი სასწავლო გარემოს შექმნას გულისხმობს, სადაც მოსწავლეები ინდივიდუალური კომპიუტერული მოწყობილობით არიან აღჭურვილი, რათა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიზანმიმართული და ეფექტიანი გამოყენება იყოს უზრუნველყოფილი სწავლა-სწავლებისას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2011 წლიდან ახორციელებს პროგრამას "კომპიუტერები პირველკლასელებისთვის", რომლის ფარგლებშიც ყოველ სასწავლო წელს პირველი კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები სახელმწიფოსგან საჩუქრად იღებენ კომპიუტერებს, .. "ბუკებს" 

კვლევები ცხადყოფს, რომ:


- ტექნოლოგიების სწორი დანერგვა განათლების სისტემის წარმატებას განაპირობებს;

- 1:1 სკოლები, რომლებიც სწორად ნერგავენ ტექნოლოგიებს მიღწევებით უსწრებენ სხვა სკოლებს;

- დირექციის ლიდერობის უნარი წარმატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია;

- ტექნოლოგიები აუმჯობესებს სწავლა-სწავლების პროცესს;

- ონლაინ თანამშრომლობა ზრდის სწავლის პროდუქტიულობას და მოსწავლის ჩართულობას;

- ტექნოლოგიების ყოველდღიური გამოყენება ინვესტიციის საუკეთესო დაბანდებაა.



კომპიუტერული ტექნოლოგიებით სხვადასხვა დისციპლინების ეფექტურად ინტეგრაციის შესაძლებლობა

    —ისტ–ის გამოყენება ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირის წარმოჩენას, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში.

    —ისტ–ის გამოყენებით შესაძლებელია ისეთი თვალსაჩინოებების შექმნა რომელიც უფრო ეფექტურს გახდის საგაკვეთილო პროცესს.

    —ისტ–ის გამოყენებით შესაძლოა, უფრო ეფექტიანად და ინტენსიურად მოხდეს ეროვნული სასწავო გეგმით გათვალისწინებული უნარ–ჩვევების განვითარება


    სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომების ძირითადი ნიშან-თვისებები:


    • მოსწავლეზე ორიენტირება 
    მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება არის მიდგომა, რომელიც ფოკუსირდება მოსწავლეების საჭიროებებზე, შესაძლებლობებზე, ინტერესებსა და სწავლის სტილზე. მოსწავლეზე ორინტირებული სწავლის დროს მოსწავლე აქტიურია სწავლის პროცესში, ხოლო მასწავლებელი გეზის, მიმართულების მიმცემია;

    • სწავლის მოტივაციის გაღვივება
    მოსწავლეების მუდმივი სტიმულირება, მათ შორის საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;

    • ცოდნის გარდა, უნარ-ჩვევებსა და დამოკიდებულებებზე ორიენტირება
    სასწავლო ერთეულები ორიენტირებულია არა მხოლოდ საინფორმაციო ცოდნის დაგროვებაზე, არამედ პრაქტიკული უნარების გამომუშავებასა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე

    • მრავალფეროვანი სასწავლო საშუალებებისა და რესურსების გამოყენება
    მასწავლებელი დაფასა და ნაბეჭდ რესურსებთან ერთად აქტიურად იყენებს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, მრავალფეროვან ელექტრონულ რესურსებს.

    • თანამშრომლობაზე დაფუძნებული სწავლა-სწავლება
    სასწავლო პროცესი გამდიდრებულია იმგვარი აქტივობებით, რომლებიც მოითხოვს ურთიერთობასა და ერთობლივ მუშაობას წყვილებსა და მცირე ჯგუფებში. სასწავლო პროცესი მოიცავს ინფორმაციის მუდმივ გაცვლას მასწავლებელსა და მოსწავლეს, ასევე თვით მოსწავლეებს შორის;

    • აქტიური სწავლა-სწავლება
    სწავლის პროცესში მოსწავლეები აქტიურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან, იყენებენ ინფორმაციის ელექტრონულ და სხვა სახის წყაროებს, დამოუკიდებლად გამოაქვთ დასკვნები; მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეებს, რათა მათ თავად, საკუთარი ინიციატივით დაგეგმონ ის საქმიანობა, რომლის განხორციელების შედეგადაც გარკვეულ ნაშრომს შექმნიან;

    • ინფორმაციის ანალიზის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებაზე დაფუძნებული სწავლა-სწავლება
    ყალიბდება მრავალი აზრი, ხდება მათი განხილვა, დასაბუთება და შეჯერების გზით გადაწყვეტილების მიღება

    • ავთენტური სწავლა
    თემატიკა, მასალა, სასწავლო პროცესი და გარემო დაკავშირებულია მოსწავლეების ცხოვრებასთან, მათ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან, რეალურ საჭიროებებთან. ამოცანები იმ პრობლემის ანალოგიურია, რომლებსაც ზრდასრულები/პროფესიონალები ყოველდღიურ ცხოვრებაში/კვლევის სფეროში.